პროექტის მიზნები/Project objectives

 როექტის  „ხსოვნის მიღმა“ამოცანები:   

                                                                                      

📚 მოსწავლეებს გააცნოს ჰოლოკოსტის ისტორია და მისი გლობალური მნიშვნელობა;

🧠 ხელი შეუწყოს კრიტიკული, ანალიტიკური და ემპათიური აზროვნების განვითარებას;🕊️ გააძლიეროს დემოკრატიული ღირებულებები: თავისუფლება, თანასწორობა და ადამიანის უფლებები;

🌍 განავითაროს კულტურათშორისი დიალოგი და ტოლერანტობა

💬 წაახალისოს მოსწავლეები სამოქალაქო აქტივიზმისა და ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებაში

პროექტი „ხსოვნის მიღმა“ ისწრაფვის, მოსწავლეებმა:


  • გაიგონ ისტორიული, პოლიტიკური და სოციალური პირობები, რომლებმაც გამოიწვია ნაციზმის აღზევება და ჰოლოკოსტი

  • შეძლონ ჰოლოკოსტის ძირითადი მოვლენების, მონაწილე მოღვაწეებისა და ორგანიზაციების იდენტიფიცირება

  • გააანალიზონ ანტისემიტური იდეოლოგიებისა და პროპაგანდის გავლენა ებრაელი ხალხის დევნაზე

  • განსაზღვრონ როგორც ისტორიული, ისე თანამედროვე ანტისემიტიზმის ფორმები

  • შეისწავლონ სტერეოტიპებისა და დისკრიმინაციის როლი სიძულვილის გაღვივებაში

  • შეაფასონ ის ფაქტორები, რომლებმაც ხელი შეუწყო ჰოლოკოსტის განხორციელებას და გააცნობიერონ მისი შედეგები

  • კრიტიკულად დააფასონ პირველადი და მეორადი წყაროები – მათ შორის ისტორიული დოკუმენტები, ფოტოები და გადარჩენილთა ჩვენებები

  • განასხვავონ ფაქტი და მოსაზრება

  • დაფიქრდნენ ცრურწმენების, დისკრიმინაციისა და გენოციდის მორალურ და ეთიკურ შედეგებზე

  • გააცნობიერონ ადამიანის უფლებების, შემწყნარებლობისა და თანაგრძნობის მნიშვნელობა თანამედროვე საზოგადოებაში

No comments:

Post a Comment